ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა - 12 წლის გოგოს პაპა

ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა - 12 წლის გოგოს პაპა

20-01-2024 06:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

არასრულწლოვანთან, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფსიქოლოგი მუშაობს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოდან უკვე ოჯახში გადაიყვანეს და ის სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ფერმაში ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა. ახლა ჩემი შვილიშვილი დაღუპა. ჩემმა მეორე ბიჭმა ვერ მოითმინა და დანა დაარტყა, მერე პოლიციაში თვითონვე წავიდა"- ამბობს გოგონას პაპა.

ამ დროისათვის, ბიძა, რომელმაც სავარაუდო დამნაშავე დაჭრა, დაკავებულია,

თავად დაჭრილი, საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე და 137- მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 633


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!