არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო, ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია

არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო, ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო. ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლებია უკვე, ისმის გზავნილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აღებული აქვს ქვეყნის წინაშე, ვერ დააკისრებს ვერცერთი ცალკე აღებული ამ კონფერენციის მონაწილე. მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის წინაშე და სწორედ ამიტომ შეძლო საქართველომ, ამ წლების განმავლობაში გაეძლიერებინა დემოკრატია, დაებრუნებინა ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. შესაბამისად, არ მესმის, რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ამ კონფერენციის რომელიმე მონაწილე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმაზე დიდ პასუხისმგებლობას, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული თავისი საზოგადოების, ქვეყნის წინაშე, ამ კონფერენციის ვერცერთი მონაწილე ვერ დააკისრებს.

ეს გზავნილი, უკვე წლებია, ისმის. ეს არის პირდაპირ მუქარა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ მან თავი უნდა დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას, თავი უნდა დაანებოს ქვეყნის ევროპული ინტერესებისთვის ბრძოლას, საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მშვიდობას. ეს არის ფარული მინიშნება, რომ საქართველომ, არჩევნების გვერდით ავლით, ამ ხალხის მიერ მართული მარიონეტები და ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები დააბრუნოს ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არასდროს არ დავეთანხმებით და არც საზოგადოება დაეთანხმება, რომ მას ვინმემ ჩამოართვას არჩევანი. რაც არ უნდა მუქარა იყოს, ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011-12 წლებში, შემდგომ წლებშიც და ვინც მას კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის მუქარით გავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებებზე არის შეუძლებელი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პოსტი ნახა: 58


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!