ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევა მოხდა.
დაღუპულია ახალგაზრდა კაცი.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ადგილობრივი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.