ლევან იოსელიანი რელიგიური ნაგებობის და ნივთების შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებაზე: დაცული უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტები

ლევან იოსელიანი რელიგიური ნაგებობის და ნივთების შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრებაზე: დაცული უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტები

19-01-2024 10:23
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს, „ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში დაცული იყოს ევროკავშირის სტანდარტები.

„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კანონმდებლობაა, რადგან განსხვავებული რელიგიური სურათია. ზოგან ეს არის მეტად აქტუალური, მეტად პრობლემური, ზოგი ქვეყანა მეტად რელიგიურია, ზოგი - ნაკლებად. ჩვენ რაიმე უნივერსალურს ვერ მოვიფიქრებთ, მაგრამ როგორი ცვლილებებიც არ უნდა იქნეს მიღებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა ჯდებოდეს საერთაშორისო სტანდარტში. ჩემთვის ჯერ უცნობია რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც დაინიციირდება ცვლილებები, გვექნება საშუალება ეს ყველაფერი უკეთ ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს ის სტანდარტი იმ სივრცის, რომლისკენაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ვგულისხმობ ევროკავშირს“, - განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და რეგულაცია იქნება გამკაცრებული.

პოსტი ნახა: 194


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!