ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

06-01-2024 07:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 365

ბუნებრივი აირით ქუთაისში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საერთო საცხოვრებელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოწამულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, ამის შემდეგ, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები. მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე