„კოვიდ-19“-ის შემთხვევები გაიზარდა, ატარეთ პირბადე - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„კოვიდ-19“-ის შემთხვევები გაიზარდა, ატარეთ პირბადე - ტედროს ადანომ გებრეისუსი

06-01-2024 07:20
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბოლო კვირაა ბევრ ქვეყანაში "კვიდის" შემთხვევები გაიზარდა. იგი მოსახლეობას მოუწოდებს, გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიმართონ.

მან თავის მხრივ სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

„კოვიდ-19“-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მატულობს. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დახმარება. კოვიდ-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი.

გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს "კოვიდ-19"-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

პოსტი ნახა: 261


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!