გასულ წელს საქართველოში 10 564 ხანძარი დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ხანძრების შედეგად, 48 ადამიანი დაიღუპა; 205-მა კი ტრავმა მიიღო.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ხანძრებისგან განადგურდა 380 შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, ხანძრებს საქართველოში 63 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეეწირა.