გიორგი გაბიტაშვილი - „ქურდული სამყაროს“ მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

გიორგი გაბიტაშვილი - „ქურდული სამყაროს“ მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

08-07-2024 06:01

გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ქურდული სამყაროს მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

„პროკურატურისა და საგამოძიებო დანაყოფების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ფაქტებზე, მხოლოდ 2022-2023 წლებში 165 პირის მიმართ დევნის დაწყების და 170 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მიუთითებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე“,- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, უნდა შენარჩუნდეს ამ კატეგორიის დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პრაქტიკა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყოს გამოყენებული.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა და გააქტიურდეს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა, დანაშაულებრივი ქონების იდენტიფიცირების და ჩამორთმევის მიზნით.

პოსტი ნახა: 101


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!