გამორიცხული მგონია, იმიტომ, რომ მე რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამისი, პირდაპირ გეუბნებით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეეხება თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ამნისტია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამნისტიაზე და პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე მუშაობა მთავრობასთან კოორდინაციით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნოდ ხმების მოპოვებასთან.
„ამ ამნისტიაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ მთავრობასთან კოორდინაციით. უშუალოდ ვინ წერსო ამაზეც იყო საუბარი და მუშაობს არჩილ გორდულაძე, რომელიც არის ჩემი პირველი მოადგილე და რატი იონათამიშვილი, რომელიც არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ორი ადამიანი მუშაობს უშუალოდ მთავრობასთან კოორდინაციით, უწყებებთან კოორდინაციით და გავდივართ ყველა დეტალს. დაინიცირდება 10 რიცხვში და ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ახლა უნდა დაიკარგოს თქვენი ეთერებიდან, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, სამწუხაროდ.