გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

17-09-2024 06:30

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნავდა, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა დღეს პირდაპირი აუდიენცია ვერ ხერხდებოდა. ამასთან, როგორც „ლელოში“ აცხადებდნენ, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვეოდნენ.

პოსტი ნახა: 46


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!