ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს

29-08-2023 05:55
კატეგორიები: ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების შესახებ შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონკრეტული თარიღების დასახელება კარგია, თუმცა, დასაზუსტებელია თუ ვისზე ვრცელდება ეს თარიღი.

„მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება 2023 წელი, ეს არის საინტერესო, რადგან არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 12-18 წლის წინ. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ეს არის სხვა საქმე. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი სტატუსის მიღების მხრივ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, - დასძინა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად.

პოსტი ნახა: 1023


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!