კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - ეს არის ერთგვარი შოუს ნაწილი, იმიტომ, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - გამჭვირვალობას!

კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - ეს არის ერთგვარი შოუს ნაწილი, იმიტომ, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - გამჭვირვალობას!

30-08-2024 07:36

არაფერი განსახილველი არ არის. კანონი არის მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს - ეს არის იმ ბინძური პიარ-კამპანიის გაგრძელება, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის განხილვა.

მისივე თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა რუსეთში გაიღვიძებდა, რაც “სიყალბე იყო”.

“რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის განხილვას, ეს არის ერთგვარი შოუს ნაწილი. იმიტომ, რომ კანონი, რომელიც მიღებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა კონსტიტუციას ან ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს? იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ წარმოუდგენელია! ეს არის უბრალოდ, იმ ბინძური პიარ-კამპანიის გაგრძელება, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი განსახილველი არ არის. კანონი არის მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები, პიარ-კამპანია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს სიყალბე იყო. არწმუნებდა, თუნდაც თქვენი ტელევიზია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ “ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში”. ამ ტიპის მესიჯები იყო. ეს არის უბრალოდ, იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება”, - განაცხადა კალაძემ.

პოსტი ნახა: 66


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!