პროკურატურამ უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებისთვის გადაცემის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა ვაშლიჯვარში, იმ კორპუსის მშენებელი კომპანიის დამფუძნებელს, რომელსაც ბზარები გაუჩნდა

პროკურატურამ უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებისთვის გადაცემის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა ვაშლიჯვარში, იმ კორპუსის მშენებელი კომპანიის დამფუძნებელს, რომელსაც ბზარები გაუჩნდა

30-08-2024 07:24

საქართველოს პროკურატურამ, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „თორი“ -ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რასაც მოგვიანებით ბზარები გაუჩნდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებული აღმოჩნდა მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.


"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „თორი“ -ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.
2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა,რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 55


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!