პროკურორის ინფორმაციით, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა

პროკურორის ინფორმაციით, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა

04-09-2024 07:50

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 13 აგვისტოს განახორციელა, რაზეც გამოძიება დაწყებულია.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული ცნობა საქმეს ინფორმაცია სახით დაურთო მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 85


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!