საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

18-11-2023 04:26
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საბერძნეთში, კრეტაზე ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები არიან 37 და 32 წლის ქართველები, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტოს შუალედში კრეტაზე ძვირად ღირებული სახლები სულ მცირე 6-ჯერ გაძარცვეს და იქიდან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, რის შემდეგაც ის გაყიდეს და თანხის ნაწილი დახარჯეს.

ჰერაკლიონის უშიშროების სამმართველოს ცნობით, საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

პოსტი ნახა: 325


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე