უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18-11-2023 04:31
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.

მათი თქმით, იგი უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ნიკა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია,  როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება. თუმცა, მისი ცხედრის გამოყვანა ბრძოლის ველიდან უკვე მოხერხდა.

„წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. არ ვიცი რატომ წავიდა. გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. აფეთქება მოხდა და იმ დროს დაიღუპაო. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია. მოულოდნელი იყო მისი წასვლა უკრაინაში საბრძოლველად. ეს ბიჭი გმირი იყო და გმირულად შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს,“- განაცხადა ნიკა გელენიძის ოჯახის ახლობელმა.

გელენიძე 57-ე ქართველია,რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა.

პოსტი ნახა: 325


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე