ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ საუბარი უტვინობის ბარლია და პასუხობს იმას, რომ გამარჯვების ნაკლები იმედი გაქვს

ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ საუბარი უტვინობის ბარლია და პასუხობს იმას, რომ გამარჯვების ნაკლები იმედი გაქვს

29-07-2024 10:28

შენ თუ ჯერ არ მოგიყოლია საზოგადოებისთვის, წინასაარჩევნოდ რას ჰპირდები მოსახლეობას, მზადება იმისთვის, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, პასუხობს იმას, რომ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები იმედი გაქვს, –  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც სასამართლო პროცესზე დღევანდელი ჩართვისას განაცხადა: „ჩვენ, ასობით ათასი ადამიანი უნდა მოვემზადოთ დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის“.

„ეს ხომ ყველა არჩევნების თანმდევი ისტორიაა. იდეაში, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა არჩევნებზე დაახლოებით ერთი და იგივე ხდება. 2020-შიც რაღაც მსგავსი განმეორდა. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ წინასაარჩევნო პერიოდს ვერ ვაფასებთ და ვერ ვხვდებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. მართლა დაპირებებია გასაცემი, მართლა წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყოს ეს ქვეყანა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში.

თუ გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი ფუჭია და ამან არ იმუშავა, მხოლოდ ამის შემდეგ ბევრად უფრო ლეგიტიმური იქნება ის პროტესტი, რომელზეც ახლა მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, მაგრამ შენ თუ ჯერ არ მოგიყოლია საზოგადოებისთვის იმის შესახებ, ვთქვათ, რას ჰპირდები ცვლილებების თვალსაზრისით, მზადება იმისთვის, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, ეს იმას პასუხობს, რომ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები იმედი გაქვს. ეს, ჩემი აზრით, სისუსტის მანიშნებელი უფროა, ვიდრე სიძლიერის, რადგან ახლა სხვა რამის დროა. მხოლოდ ამიტომ და არა იმიტომ, რომ რაღაც გარანტია არსებობს, რომ არჩევნები არ გაყალბდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რაზე მიუთითებს ამგვარი განცხადებები, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ეს, „უბრალოდ, უტვინობის ბრალია“.

„ახლა ხომ სხვა რამეზეა ამბავი. ახლა არის წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც ამომრჩეველი უნდა დაარწმუნო, რომ, ვთქვათ, შენი არჩევის შემთხვევაში მათ ხიფათი არ დაემუქრებათ, არ დაიწყება შურისძიება და ქონების გადანაწილება. ფაქტობრივად, უფრო მეტი შანსი გექნება, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შენი ეშინოდა, ნაკლებად შეეშინდეს და, ვთქვათ, ოპოზიციას მხარი დაუჭიროს. შენ თუ თავიდანვე იწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და ჩვენ, ყველას მოგვიწევს ქუჩაში დგომა, მას მერე, რაც ჯერ ერთად ვერ დამჯდარხარ სტუდიაში, ფიზიკურად ვერ დამჯდარხარ და არ გაქვს იმის უნარი, რომ ფიზიკურად გაახმოვანო, საერთოდ რა გინდა, ამის ლაპარაკი ამ კონტექსტში სისუსტის მაჩვენებელია და არა ის, რომ გაყალბება საქართველოში არ შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პოსტი ნახა: 64


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!