ახალი ამბები

29-05-2026 11:24

დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა ათზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე? რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ ეს დანაშაული აღეკვეთა? რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის, ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით? - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.