პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია
26 წუთის წინ

თინა ბოკუჩავა - ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია

„ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა, ამიტომ ბრიუსელისგან „მორალის კითხვა საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის“.

რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესში ახლა არის ევროკავშირი და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან სრულიად დამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა.

„ეს არის რუსეთის ფედერაციის, პუტინის და ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ამ ომში უკრაინასთან აუცილებლად მარცხდება და გამოვა უფრო დასუსტებული, თუ არა დანაწევრებული, ვიდრე ის იყო, როცა ეს ომის დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

ამიტომ, მე,როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ საზოგადოების რიგითი წევრი, ნამდვილად ვისურვებდი საქართველოს დღეს, კრიმინალთა და მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ჩვენი მტრული სახელმწიფოს და ამ ომში აუცილებლად წაგებულის პოზიციაზეა, არამედ თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს[იყოს] იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებშიც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ქვეყნებზე და მათ წარმომადგენლებზე, რომლებსაც რუსეთთან სავაჭრო საკითხები აკავშირებთ და აღნიშნა, რომ მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ყველაფრისგან „ხელს ითბობს“, არ ეკუთვნით.

„კაია კალასის მეუღლე რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში ჩართული, მათ შორის, იმ საგნებში, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეპრესიებისთვის. ლიეტუვა გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან? ჩვენს ქვეყანას, რომლის ორი რეგიონიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხარს არასაკმარისად ვუჭერთ?“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები