შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო და მერე ნავიდან ჩამოუყრიათ“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში დაკარგულ 16 წლის მოზარდზე

მესამე დღეა, რაც 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში დაიკარგა. ოჯახის ინფორმაციით, 16 წლის ლუკა აბულაძე სამ მეგობართან ერთად ზღვაზე ე.წ. ბანანის ატრაქციონით ერთობოდა, რომელიც ზღვაში გადაყირავდა.

მოზარდის ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ზღვიდან გამოსვლა მხოლოდ სამმა შეძლო, თავად ლუკამ კი ვერ მოახერხა.

„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო. გაუყვანიათ ბავშვები 50 მეტრის დაშორებით. ბავშვები როგორც ჰყვებიან, ჩამოგვყარეს ნავიდან, ჟილეტები წაგვართვესო. შველას ვითხოვდითო. ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს, ზოგი იძახის გამოვიდა ლუკაცო, ზოგი ამბობს – არა“,- ამბობს რეზო აბულაძე. 

ბავშვის ბიძა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო ჯგუფს დახმარებას სთხოვს.