თქვენგან მიტოვებული ხალხი საკუთარი ძალებით ებრძოდა ხანძარს


 

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ტყეში გაჩაღებულ ხანძარს იხსენებს და “ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს. ტელეკომპანია “თრიალეთი“ ირმა ინაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

2008 წლის აგვისტოს ომს და ბორჯომის ტყეში გაჩაღებულ ხანძარს ნაციონალური მოძრაობის (ორივე ნაცმოძრაობის, ბოკერიასააკაშვილის) ოჯახის წევრები დიდი თავმოწონებით ნუ გაიხსენებთ.

 

იმ ავბედით დღეებში ბორჯომში ვიყავი და თქვენგან მიტოვებული ხალხი საკუთარი ძალებით ებრძოდა ხანძარს მაგ. ლიკანში. ტყე ისე დაიწვა, რომ თქვენი ხელისუფლების ელიტა ნიცაში ეფიცხებოდა მზეს, თბილისშიშემორჩენილები კი, გვირჩევდნენ, რომ ჩვენი ოჯახები დანაჩანგლით დაგვეცვა. მაგ. დათუნა ბაქრაძე. რომელი ტყის და მდელოს გულშემტკივრები თქვენ ხართ, 300 000 კაცს სული ამოხადეთ?! თითქოსდა ნაძვებს დასტირით და ცოცხალი ადამიანების ტანჯვა არაფრად მიგაჩნდათ. ახლაც კბილებს აწიკწიკებთ და ერთი სული გაქვთ, რუსთავი-2-ის ეთერიდან დაშოკოთ ისედაც მშიერი, დაღლილი, დატანჯული მოსახლეობა. ხანძარს კი არა, ვულკანს ინატრებდით ჩვენი ქვეყნისთვის, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეთმაგრამ იწვიმებს ხვალმოვერევით ამ ეკოლოგიურ საბოტაჟსაც და მერე იმ პოლიტიკურ საბოტაჟს მივხედავთ, რომლის წყალობითაც 2012 წლიდან გადაგარჩინეს“- წერს ირმა ინაშვილი.

Related posts