პასკის ცომი ბებოს რეცეპტით

დრო180წთ
ულუფა6
სირთულესაშუალო 

შეინახეთ ბებიების რეცეპტი აღდგომის დღესასწაულისთვის, რომლითაც გამოგივათჰ აეროვანი, არომატული და უგემრიელესი პასკა.

ინგრედიენტები

  • რძე – 1,5 ლ
  • შაქარი – 1 კგ
  • კარაქი – 400 გ
  • კვერცხი – 10 ცალი
  • კვერცხის გული – 3 ცალი
  • საფუარი – 150 გ

მომზადების წესები

კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ, კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ყველა პროდუქტი აურიეთ თბილ რძეში დადატოვეთ თბილ ადგილას 8-12 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამე).
მიღებულ მასას დაუმატეთ: 1 ჩ.კ. მარილი, 200 გ. ქიშმიში, 2-3 შეკვრა ვანილის ფხვნილი, 2 ს.კ. კონიაკი და დაახლოებით 2,5 კგ. ფქვილი.
ცომი მოზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ხოლო შემდეგ გააჩერეთ საათნახევარი, სანამ მასა ორმაგად აფუვდება.
ფუმფულა ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ყავისფერ შეფერილობამდე (შეამოწმეთ ხის ჩხირით).
მიღებული კულიჩი გააგრილეთ და ზემოდან სურვილისამებრ წაუსვით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!

 

gemrielia.ge

Related posts