ლანჩხუთში ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა

ლანჩხუთში,ნიგვზიანის თემის სოფელ ხაჯალიაში ცხრა წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.

„ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელადან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით“, – განაცხადა ნიგვზიანში ლანჩუთის მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ.

2020news.ge

Related posts