შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ერთი ადამიანის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმოამდგენელი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.

„რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, – წერს ბორელი.