აუზების და სპორტდარბაზების გახსნა უკვე შეიძლება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუზებისა და სპორტდარბაზების გახსნა შესაძლებელი ხდება. ამისთვის მათ შრომის ინსპექციის შემოწმება უნდა გაიარონ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

“აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას”, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო თითქმის ოთხი თვეა დახურულია.

Related posts