ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა კაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით აწარმოებენ.

jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი მიიყვანეს. მანამდე კი ახალგაზრდა კაცი დაპირისპირების ადგილზე დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ადამიანების ჯგუფმა ორი სახლი გადაწვა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

წყარო: imedinews.ge

Related posts