პოლიტიკა

,,ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე'' -  ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა

,,ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე'' - ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა რომის ახალ პაპთან, ლეონ XIV-სთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

"მადლობა გადავუხადე უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.

ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე. უკრაინა ვატიკანის დახმარებას ელის მათი სამშობლოში, ოჯახებში დაბრუნების საკითხში.

ვაცნობეთ უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დღესვე უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით და ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რასაც არაერთხელ გავუსვით ხაზი. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ჩვენ რუსეთისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით.

მოვიწვიეთ მისი უწმინდესობა სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში. ასეთი ვიზიტი რეალურ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს, ჩვენს ხალხს.

შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ და უახლოეს მომავალში პირად შეხვედრას დავგეგმავთ" -  წერს  ზელენსკი.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები