საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო შსს-ს შესაბამის სამსახურს აღნიშნული საქმის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

45 ნახვა
desktop
mobile catfish