პური 10 თეთრით ძვირდება

პური სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება. პირველი ივლისიდან სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას წყვეტს. სუბსიდიის გაუქმების შემდეგ ფქვილის შეძენა პურის მცხობლებს საბაზრო ფასად მოუწევთ, რაც ქმნის რისკებს, რომ პურის ფასი შესაძლოა საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდოს. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხორბალზე მსოფლიო ფასის შემცირების მიუხედავად, ისევ მაღალი ფასია შენარჩუნებული იმ კომპონენტებზე, რომლებიც ასევე საჭიროა პურის წარმოებისთვის. მათ შორის არის საფუარი, წყლის, ელექტროენერგიისა და ენერგომატარებლების ფასი.ისინი წისქვილკომბინატებისგან ფქვილის ფასის ფასის 50 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ვითარებას ამძიმებს კორონა რეგულაციებიც, რომლის გამოც ყველა პური შეფუთული უნდა იყოს, ეს კი თითო პურისთვის 12-15 თეთრის ხარჯია. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში აანონსებენ., ყველაფრის გათვალისწინებით პურის ზოგიერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მაინც მოიმატებს

 
63 ნახვა
desktop
mobile catfish