ლოქდაუნი, პირბადე ღია სივრცეში, გამკაცრებული კონტროლი – საკოორდინაციო საბჭოს ყველა გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქორწილებისადა ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

 

>

5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლობა კი ისევ ძალაშია და მთავარ რეკომენდაციად რჩება.

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, თუ რატომ არ იგეგმება საქართველოში ლოქდაუნი.

 

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ უკვე აქვს მძლავრი იარაღი  მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობის სახით, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

 

“ჩვენ ჩაკეტვებს არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, შემოსავალი შემოვიდეს ოჯახებში, ეკონომიკა განვითარდეს. განსხვავება წინა პერიოდთან არის ის, რომ ახლა არის საკმარისი რაოდენობით ვაქცინა. სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროულად ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გადავტეხეთ ჩვენ, არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით.

ჩაკეტვა ეს არის პრაქტიკულად მიუღებელი ფორმა. რაც შეეხება გამკაცრებას, გამკაცრება არის არსებული რეგულაციებიდან კვლავაც, ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ პირბადეები ატარონ მოსახლეობამ, დაიცვან ელემენტარული წესები. ჩვენ ვხედავთ, რომ დაწესებულებებში ეს წესები იცვლება. სადაც არ იცვლება ხდება ამის კონტროლი. მაგრამ ამის გარდა, რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, მიღებული არ იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით, გადავტეხოთ ეს ტენდენცია,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

თრიალეთი TV