შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

როგორ გაიზარდა ლევან გამრეკელის ქონება გასულ წელს?

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გამრეკელმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 27 თებერვალს შეავსო.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა გამრეკელის ქონებრივი მდგომარეობა 2022 წელს გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად  შეიცვალა.მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში მისი ქონება 1 711 507 ლარზე მეტი უძრავი თუ მოძრავი ქონებით გაიზარდა.

ლევან გამრეკელის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთები:

სოფელ წრომში 24 621 კვ.მ  ფასი 3000 დოლარი                                    

სოფელ აგარებში 27 321 კვ.მ  ფასი 31 000 დოლარი

სოფელ მიწობში 5349 კვ.მ  ფასი 4000 ლარი

სოფელ გომი 50 390 კვ.მ  ფასი 150 000 ლარი

სოფელ წრომში 90005 კვ.მ  ფასი 13000 დოლარი

სოფელ კოდისწყარო 550 კვ.მ  ფასი 11000 ლარი

სოფელ ზემო ოსიაური 921 კვ.მ  ფასი 10 000 დოლარი

სოფელ მიწობი 9817 კვ.მ  ფასი 4000 ლარი

სოფელ სატივე  12 517კვ.მ  ფასი 4000 დოლარი

საცხოვრებელი ფართი:

ხაშური 37,2 კვ.მ  15 500 დოლარი

ხაშური 89 კვ.მ  35 600 დოლარი

ზემო ოსიაური 920 კვ.მ  10 000  დოლარი

ბაკურიანი  25.44 კვ  43 000 დოლარი

ხაშური    178 კვ.მ  60 000 დოლარი

ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

Mercedes G Class  500 000 ლარი

Volvo G7108   190 000 ლარი

Mitsubishi Pajero  23 000 ლარი

Toyota Land Cruiser  150 000 ლარი

Toyota Hilux   90 000 ლარი

Daihatsu   11 000  ლარი

როგორ დეკლარაციდანვე ირკვევა ლევან გამრეკელმა 2022 წლის მანძილზე 300 000 ლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.

საერთო ჯამში კი ლევან გამრეკელის შემოსავალი 2022 წლის განმავლოაში შეადგენდა თანამდებობრივ სარგოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე 32 899,68 ლარს და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალ 500 000 ლარს.

დეკლარაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/145291