პოლიტიკა

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა
15 წუთის წინ

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის შესრულებაში.

„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ, ასევე, წარმატებები უსურვა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის განვითარება გაგრძელდება.

„უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს კულტურას, მის ისტორიას, რელიგიას. პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება“, - განაცხადა ოლივიე კურტომ.

კახა კალაძემ ოლივიე კურტოს თბილისის მერიაში უმასპინძლა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები