პრემიერმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაპირებისამებრ გახსნა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, რაც მათი ვარაუდით, საქართველოში მკვეთრად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს.

„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ჩვენ ახლა იმპორტიორებისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჩართულია აქტიურად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

40 ნახვა
desktop
mobile catfish