უკრაინის მხარდამჭერი აქცია კვლავ პარლამენტთან გრძელდება

უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან კვლავ საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, ლოკაციის შეცვლის მიზეზი ხალხის ჭარბი რაოდენობა გახდა. პარლამენტთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. როგორც ცნობილია, ისინი თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა უკრაინის დროში ფერებში გაანათეს.

ადგილზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.

109 ნახვა
desktop
mobile catfish