ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინისთვის $12,3 მილიარდის გამოყოფის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეჩერების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა და უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.

„კანონი ითვალისწინებს ასიგნებებს ფედერალური უწყებებს 2023 წლის ფინანსური წლისთვის (რომელიც იწყება 1 ოქტომბერს) 2022 წლის 16 დეკემბრამდე ფედერალური მთავრობის პროექტებისა და საქმიანობის გასაგრძელებლად და ასევე ითვალისწინებს დამატებით ასიგნებებს უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

147 ნახვა
desktop
mobile catfish