საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, იარაღის მიწოდებაზე კი, რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება – ხუნდაძე

კასიანოვი საგარეო უწყებაში კიდევ უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ბევრი განცხადება გაუგებარია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩიც დაიბარეს, თუმცა გაუგებარია, რისთვის.

„ფრენებთან დაკავშირებული საკითხი იმ საერთო კონტექსტის ნაწილია, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიურად უნდა იყოს წარმოჩენილი. რუსეთთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია და, შესაბამისად, მის აღდგენაზე საქართველო არ ზრუნავს, ეს არის რუსეთის გადასაწყვეტი. საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, ეს არის ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს უკან არცერთ შემთხვევაში არ დაუხევია. იარაღის მიწოდებაზე კი, საქართველო საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება, რადგან ეს მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და, ამ თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დგება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

137 ნახვა
desktop
mobile catfish