შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში მატარებელი ქვეითს შეეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუა ხნის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.