პოლიტიკა

გია ვოლსკი - არ ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები ექნება
20 წუთის წინ

გია ვოლსკი - არ ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები ექნება

სულ 12 ადგილი აქვთ. აქედან პარლამენტის წევრობასთან შესაბამისობაში ყველა დოკუმენტი აქვს ოთხს და რვამ ახლახან დაადასტურა, რომ გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი ჰქონდა. ყველაფერი მოგვარებულია და მათი პიროვნული მდგომარეობა პარლამენტის წევრის მანდატის მისაღებად სრულ შესაბამისობაშია - აქედან თუ ვიმსჯელებთ, მათ პარლამენტში შემოსვლას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 8 წევრმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის.

მისი თქმით, გახარიას ჯგუფმა რეგლამენტის მიხედვით იმოქმედა.

„ეს გაცხარებული შიდა კამათი - შევიდნენ, არ შევიდნენ, მოგონილია ეს ამბავი, არ არის, პროცედურულია თუ პოლიტიკური, ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთონ კომენტარი. მე არ ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტში შემოსვლა აქვთ გადაწყვეტილი, იმას ნიშნავს, რომ რაიმე კონსტრუქციული ოპოზიციის როლს შეასრულებენ. პარლამენტში იქნებიან, პარლამენტს გარეთ, მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მათი მიზანი, რომ ეს ქვეყანა აირიოს იმდენად, რომ სათავეში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, არ შეცვლილა. ზოგს ასეთი გზით აქვს ეს გადაწყვეტილი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგს ფიზიკური დაპირისპირებით უნდა მიაღწიონ. ეს განსხვავებაა მათ შორის. არ ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში იქნება, მის გარეთ, მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები გააჩნდეს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები