გუშინ იგოეთთან მომხდარ საშინელ ავარიას სამი გიორგის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. სამივე მათგანი კლასელები იყვნენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გიო ხუციშვილი დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყო.
„ისეთი ალალები იყავით“ „მთელი კასპი შეძრულია ამ ტრაგედიით“ .„გიო დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყავი...“
როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.