შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მხარი დაგვიჭირა, სტიქიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში. ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი, – განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მაშველს, ყველა პოლიციელს, მფრინავებს, მყვინთავებს, კინოლოგებს, ადგილზე მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენელს, თავდაცვის ძალების მოსამსახურეებს, სამედიცინო პერსონალს, მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც გადაარჩინა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თემურ მღებრიშვილს, რომელიც პირველი დღიდან, მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა ადგილზე, ათენებდა და აღამებდა. მისი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით ტარდებოდა სამაშველო ღონისძიება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.