სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.

არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ.

დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ.

განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება  ითვალისწინებს სწავლის ხარისხის გაკონტროლებას, მოსწავლის მიღწევების დონის დადგენას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიზნების მიმართ. განსაზღვრულ შეფასებაში იწერება ქულა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, ნაწილი კი – საკლასო სივრცეში. ამიტომ სკოლებს მოსწავლეების შეფასებისას შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სისტემა.

179 ნახვა
desktop
mobile catfish