პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება
4 საათის წინ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი დღეს არ საჯაროვდება, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დასკვნით სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება.

ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები დასკვნის პროექტს განიხილავენ და შემდეგ დაამტკიცებენ.

„საზოგადოებას ალბათ ძალიან აინტერესებს პროცედურული საკითხი. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, დღეს კენჭისყრაზე დავაყენებთ ამ დასკვნის პროექტს, მაგრამ დასკვნა დღეს არ საჯაროვდება.

პროცედურა არის შემდეგი. ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება ხვალ, 5 აგვისტოს, ექვსი თვის თავზე. საზოგადოებას, მინდა, ვუთხრა, რომ ექვსი თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების მასშტაბი, ძალიან დიდი დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება იფიქრო, რომ ექვსი თვე რატომ არის საკმარისი, რათა ეს თემა ამოწურო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კანონი გვავალდებულებს, რომ ექვს თვეში დავასრულოთ მუშაობა. ამიტომ ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება და ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო. ბიურო ჩანიშნავს პლენარულ სხდომას, რომელზედაც ჩვენ, კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით, იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება. უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს. ვიდრე არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან ამ დასკვნაზე მსჯელობას. ასეთია წესი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დასამტკიცებლად, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა განმარტა, რა თემებს შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები