შსს-ში პაატა ბურჭულაძის შვილის, ალექსანდრე ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის შვილის, ინტერნეტმაღაზია „ირისის” მფლობელის, ალექსანდრე ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ალექსანდრე ბურჭულაძე უწყებაში უფლებადამცველთან ერთად მივიდა.

ალექსანდრე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მის მობილურ ტელეფონზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეფონიდან მისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ოპერაცია ტარდებოდა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, კიბერშეტევა მის საქმიანობას უკავშირდება თუ მამამისის, პაატა ბურჭულაძის ყოფილ პოლიტიკურ საქმიანობას.

უფლებადამცველის თქმით, მათ მტკიცებულებად მობილური ტელეფონი მიიტანეს და გამოკითხვისას წარადგენენ.

წყარო: marshalpress.ge

 

Related posts