შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვინ არის 28 წლის კაცი, რომელმაც მამა მოკლა, ცხედარი მანქანის საბარგულით თბილისში ჩამოიტანა და აგარაკზე დამარხა

ცნობილი გახდა 28 წლის კაცის ვინაობა, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მამა მოკლა – ის სანდრო ინაურია. ინაურმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მანქანის საბარგულით თბილისში ჩამოიტანა და აგარაკზე დამარხა. მოგვიანებით, მამის დაკარგვის შესახებ თავად განაცხადა.

მას ბრალად ედება, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.