ძლიერმა სეტყვამ კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელში – ენისელში, საბუეში, ალმატსა და გრემში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები და ნარგავები დაუზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.
ძლიერი სეტყვის შედეგად 7 სახურავი დაზიანდა სოფელ უჯარმაშიც.
სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – გულგულა, შალაური და ვარდისუბანიც დააზიანა.
ზარალის დამდგენი კომისიები მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებენ.

23 ნახვა