შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხაში ჩავიდნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხაში ჩავიდნენ.

როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, „ოქტომბრიდან დაიწყება ხანა, როდესაც ერთმანეთის სიყვარულით, გვერდში დგომითა და ერთიანობით ავაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას“.

“ფერისცვალებას გილოცავთ, წალენჯიხის ფერისცვალების ეკლესიიდან. ისტორიის 1000 წელი დგას ჩემს უკან. ეს ტაძარი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა სიყვარულით აშენებდნენ ამ ტაძარს, რა სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის და რა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის.

ეს არის ჩვენთვის მაგალითი და გამოწვევაც, რომ ასეთივე სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით გვეშენებინოს ეს ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ ოქტომბრიდან დაიწყება ხანა, როდესაც ერთმანეთის სიყვარულით, გვერდში დგომით, ერთიანობით და სამშობლოს სიყვარულით ავაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანა,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.