შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩადის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, უკრაინას ეწვევა, – ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის კონკრეტული დრო, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ინდოეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნარენდრა მოდის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.