შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა ბაკურიანში რამდენიმე ქუჩას შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 12:00 საათიდან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში 25-იანების, კოხტის ძირის, გეოლოგების, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ – ნათქვამია განცხადებაში.