პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ მიმართულებით რესურსები არის ძალიან დიდი. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისთვის, რომ, 4 წელიწადში, ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ, 4 წელიწადში, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის ევროპულ ქვეყნებში იღებს. ამისთვის უნდა დაისახოს გეგმა, ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელის მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძემ. ამ კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. არცერთი დღე და კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.