საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირის ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საჯარო მოხელეებს - „საჯარო მოხელის ფიცი” გაახსენონ. მათი თქმით, საჯარო მოხელეები არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ხელმძღვანელის პირადი ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.
აქციის მონაწილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
საქართველოს მთავრობის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.